მაგნეტიკ ბიჩ რეზორტი
შავი ზღვისა და აჭარის მთების არაჩვეულებრივი ხედები
ისიამოვნეთ ქობულეთის ქვიშიან სანაპიროზე ზღვიდან მობერილი გრილი ნიავით, შავი ზღვისა და აჭარის მთების საოცარი ხედებით. სასტუმროს ზღურბლიდან ორიოდ ნაბიჯში ფეხით ეფლობით რბილ ქვიშაში, პანორამულ აუზზე კი ახალი ენერგიით აივსებით.
აქ თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით დიდებული აპარტამენტების მყუდრო მდიდრული გარემოთი და კომფორტის უმაღლესი დონით, რომელსაც ნამდვილად იმსახურებთ. მაგნიტური ქვიშის სანაპირო განუმეორებელი ადგილია თქვენი სურვილების ასრულებისა და სასიამოვნო დასვენებისთვის.
პანორამულ აუზზე, სასტუმროს პლიაჟზე თუ სანაპიროს სიახლოვეს მთებში გატარებული დღის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ, გამოსცადოთ ქობულეთის ღამის ცხოვრება. აჩუქეთ საკუთარ თავს განსაკუთრებული დასვენების გამოცდილება მაგნეტიქ ბიჩ რეზორტზე.