გარე აუზი და ჯაკუზი

რელაქსაციის და ახალი ენერგიით ავსების დროა

დღისით პანორამული აუზი, საღამოს სასტუმროს ბოლო სართულის ჯაკუზში მიღებული სიამოვნება და დადებითი ემოცია თქვენს დასვენებას განსაკუთრებულს და განუმეორებელს გახდის. პანორამული აუზი გადაჰყურებს სანაპიროს და ზღვის არაჩვეულებრივ ხედებს. სასტუმროს ბოლო სართულზე “კოლექტივ ბართან” განთავსებული ჯაკუზი სუნთქვისშემკვრელი ხედებით, თქვენს განკარგულებაში იქნება მალე.